დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ვიცე-პრემიერმინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი შეხვდება ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხში კნუტ ვოლებეკს.
შეხვედრაზე განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. მხარეები ისაუბრებენ ასევე ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.