მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისსა, ჩვენს მოქალაქეებს არ გასჩენიათ ზიზღი რუსების მიმართ. ანალოგიური განწყობაა რუსეთშიც, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტსმა მიხეილ სააკაშვილმა "სი-ენ-ენის" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც მას რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე დაუსვეს კითხვა.
"დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ გვყავს ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი. ეს ძალიან დიდი ციფრია ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა. ჩვენ როგორც სწრაფად განვითარებად ქვეყანას უმძიმესი დარტყმა მოგვაყენეს, თუმცა მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისსა, ჩვენს მოქალაქეებს არ გასჩენიათ ზიზღი რუსების მიმართ. ანალოგიური განწყობაა რუსეთშიც _ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოს მიმართ დადებითაც და სიყვარულითაა განწყობილი და მოვლენებს ობიექტურ შეფასებას აძლევს. ეს რუსმა დოკუმენტალისტებმაც დაადასტურეს აგვისტოს მოვლენების შესახებ გადაღებული ფილმებით", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.