დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდება ცნობილი. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა ვილნიუსში, დრამის თეატრში 21:30 საათზე გაიმართება.
საქართველო მეოთხე კალათაშია განწესილი დიდი ბრიტანეთის, მაკედონიისა და ისრაელის ნაკრებ გუნდებთან ერთად.
მომავალი წელს, ევროპის ჩემიპიონატების ისტორიაში პირველად 24 გუნდი ითამაშებს, აქამდე კონტინენტის პირველობებზე 16 გუნდი ითამაშებს.
კენჭისყრის შემდეგ გუნდები ოთხ, ექვსგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მედლებისთვის ბრძოლას, თითოეულ ჯგუფში I_III ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ. ხოლო დანარჩენები, XIII-XXIV ადგილებს გაინაწილებენ.
ევრობასკეტ-2011-ის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, ლიტვაში საქართველოს წარმომადგენლებიც იქნებიან: ბესიკ ლიპარტელიანი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), გიორგი მელაძე (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი), მერაბ რატიშვილი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი) და ირაკლი სამყურაშვილი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი).
გთავაზობთ, ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობის მიერ, სიძლიერის მიხედვით, ექვს კალათაში გადანაწილებულ გუნდებს:
I კალათა: ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვენია.
II კალათა: საფრანგეთი, ხორვატია, რუსეთი, თურქეთი.
III კალათა: გერმანია, ლიტვა, ჩერნოგორია, ბელგია.
IV კალათა: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო
V კალათა: იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
VI კალათა: უკრაინა , ლატვია....
ფინეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის გუნდებს შორის 2 საუკეთესო, რომლებიც ლიტვის საგზურს, 3-24 აგვისტოს მიმოსვლითი მატჩებით გაითამაშებენ.