მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზში განაცხადა.
„გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი, მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. პატრულმა გაგვაჩერა, რომელიც იყო ანერვიულებული, მართვის მოწმობა მოითხოვეს, ცხადი იყო ის რომ ყველაფერი აინტერესებდა, მართვის კოწმობის ვარდა, ამ დროს რაციაში ხმა გაისმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში, გასაგები იყოო რაც ხდებოდა. 11 ადამაინი იყო ფურგონში ვინც გამიტაცა, არანაირი ნიშანი არ ჰქონდთ, რომ იყვნენ პოლიციეელები.
აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს, მობილური წამართვეს, მერე კოდის გახსნას ცდილობდნენ რომ სახეზე მოედოთ, ბნელ ფურგონში ეს ვერ მოხერხდა.
მარშუტკაში ჩასმის მერე მობილური არ გამოურთიათ, ვიდეობს იღებდნენ და სიამაყით უგზავნიდნენ ხელმძღვანელობას. ჩვენ გვქონდა აღბეჭდილი გატაცება და გაანადგურეს", - განცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურა გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ეწურებოდა, თუმცა გადახდამდე ის დააკავეს.
ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა.