რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება. რუსლი მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსული სამთავრობო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ რუსეთის დელეგაცია ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით მზადაა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მემორანდუმი წარადგინოს;
დოკუმენტში რუსეთი აყალიბებს თავის პოზიციას ომის დასრულების ასპექტებთან დაკავშირებით;
მოსკოვი იმედოვნებს, მოლაპარაკებების ახალ რაუნდს მხარეების მხრიდან მხარდაჭერა ექნება.
მოსკოვსა და კიევს შორის სამი წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა 16 მაისს სტამბოლში გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ ტყვეებისგაცვლაზე 1000/ 1000-ის ფორმულით.