დღეს, 29 იანვარს, თბილისში ყოველწლიური ტურნირის მსოფლიო თასის გათამაშება იწყება. ტურნირზე დასასწრებად იმყოფება ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტიც მარიო ვიზერიც. 28 იანვარს დედაქალაქის მერმა ვიზერს მერიაში უმასპინძლა და შეხვედრა გამართა.
"თითოეული საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარება გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ უფლება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების უფლება, რაშიც დიდად დაგვეხმარა ბატონი ვიზერი. მინდა მას ყველა თბილისელის სახელით მადლობა გადავუხადო. ეს ტურნირები შესაძლებლობას გვაძლევს, თბილისი მსოფლიო რუკაზე წარმოჩინდეს ისე, რომ მას აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს და მაღალ დონეზე ჩაატაროს ტურნირები", - განაცხადა შეხვედრაზე გიგი უგულავამ.
"მოგილოცავთ "თბილისი 2015"-ის მასპინძლობას. მე მხარდამჭერი ვიყავი, თბილისს რომ მასპინძლობის უფლება მოეპოვებინა", - განაცხადა ვიზერმა.