"ქრისტიან-დემოკრატები" პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისგან მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების დაუყონებლივ შეცვლას მოითხოვენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, სამი დღის წინ მთელმა ქვეყანამ მოისმინა როგორ განიცდის მიხეილ სააკაშვილი დევნილთა პრობლემებს როგორ ათენებს და აღამებს და ტირის მათი მდგომარეობის გამო.
"პრეზიდენტი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დღეს უმტკიცებს მთელ საქართველოს და უპირველეს ყოვლისა თავად დევნილებს რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი, ვისაც ეკუთვნოდა 10 ათას ლარიანი კომპენსაცია დაკმაყოფილებულია. ანტკრიზისული საბჭოს მუნიციპალიტეტიდნ შემოსული მონაცემების თანახმად კი ირკვევა, რომ კომპენსაციის აღების მოლოდინში 1594 დევნილი ოჯახი კვლავ იმყოფება",' - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ სამინისტროს მხრიდან ეს დიდი ტყუილია, არსებობს უფრო დიდი საშიშროებაც, რომელიც დევნილებს ელით.
"მას შემდეგ, რაც დასრულდება თბილისიდან დევნილების გადასახლება და ფოცხო ეწერში და სხვა სოფლებში ჩასახლება მთავორბის ნომერ 854-ე დადგენილიების მიხედვით, როგორც კი დევნილი ნებაყოფლობით მიიღებს საცხოვრებელს ან კონპენსაციას, მას კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ეკონომიკური დახმარება შეუწყდება. ანუ, ისინი დაკარგავენ 22-ლარიან დამარებას. 100 კილოვატ ელეტქროენერგიას და 1 კუბურ მეტრ შეშას თვში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ეკონომიკური შეღავათების გაუქმება ფიზიკური განადგურების ტოლფასია", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" ამის გათვალისწინებით კატეგორიულად მოითხოვენ პრეზიდენტისგან და პრემიერ-მინისტრისგან აღნიშნული დადგენილება დაუყონებლივ შეიცვალოს და დევნილებისთვის ეკონომიური შეღავათების გაუქმება განისაზღვროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ ექნებათ დასაქმებისა და არსებობისთვის აუცილებელი თანხის გამომუშავების საშუალება.
"წინააღმდეგ შემთხვეაში შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ პრეზიდენტი კი არ ტირის მათი პრობლემების შემხედვარე არამედ უფრო წინასწარ დასტირის დევნილებს", - აღნიშნა ახვლედიანმა.