უკრაინული მედიის ცნობით, 22 მაისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, 128 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და სხვადასხვა ტიპის დრონებით შეუტიეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 112 დრონი აღმოსავლეთ, ჩრდილოეთი, სამხრეთ და ცენტრალურ მიმართულებებზე
74 დრონი ჩამოაგდეს, 38 ლოკაციურად დაიკარგა.
ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ქალაქ ტაგანროგის რაიონიდან გაუშვეს, ხოლო დრონები მილეროვოდა, კურსკიდან, პრიმორსკო-ახტარიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.
მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვის და მიკოლაევის ოლქები.