ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობისთვის ნასამართლევი ეკატერინე ლაშხი დააკავეს.
როგორც შს სამინისტრო, ეკატერინე ლაშხმა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ თანხას.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი დაუკავშირდა თანხის სარგებლით გასესხების მსურველებს ქეთევან ლელუაშვილს და ნინო შარიქაძეს, რა დროსაც მათ განუმარტა, რომ სესხის მიღების შემთხვევაში იგი იპოთეკით დატვირთავდა მისი მეუღლის არკადი ლაზარევის კუთვნილ ბინას. რომელიც არანაირი ვალდებულებით არ იყო დატვირთული. რეალურად კი ე.ლაშხმა გამსესხებლებს დაუმალა, რომ ხსენებული ბინა 2008 წლის 15 აგვისტოს თ. კალანდაძის, შ.გოცირიძის და ქ. ელიზბარაშვილის სასარგებლოდ უკვე დატვირთული იყო იფოტეკით, სარგებლიანი სესხის 15 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად. 2008 წლის 6 სექტემბერს სანოტარო ბიუროში ე.ლაშხმა წარადგინა მისი მეუღლის ა. ლაზარევის ბინის მინდობილობა და 2008 წლის 14 აგვისტოთი დათარიღებული საჯარო რეესტრის ძველი ამონაწერი ხსენებულ უძრავ ქონებაზე. იმავე დღეს ნოტარიუსთან მოტყუებით გაფორმდა სესხის და იფოტეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ლელუაშვილმა, ე.ლაშხს სარგებლით ასესხა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ნინო შარიქაძემ 3 000 ევრო. სესხის უზრუნველსაყოფად კი იპოთეკით მეორეთ დაიტვირთა ქ. თბილისში მდებარე ა. ლაზარევის ბინა. ეკატერინე ლაშხმა არც პირველი და არც მეორე რიგის იპოთეკართგან მიღებული თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი არ გადაიხადა, რის გამოც ხსენებული ბინა გადავიდა პირველი რიგის იპოთეკართა საკუთრებაში, ხოლო ქ.ლელუაშვილისა და ნ. შარიქაძის მიერ გასესხებული თანხა დარჩა უზრუნველყოფის გარეშე. რითაც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერეალური ზიანი.
დაკავებული აღიარებს მისმიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლით.