ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი მზადაა, ხელისუფლებაში იმდენ ხანს დარჩეს, რამდენის საშუალებასაც ჯანმრთელობა და ხალხის მზარდაჭერა მისცემს. ასეთი განცხადება მან რესპუბლიკის პარლამენტში ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვისას გააკეთა.
"საკონსტიტუციო საბჭოს ვერდიქტის შემდეგ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ (საკონსტიტუციო საბჭომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გახანგრძლივებისთვის რეფერენდუმის კანონიერების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს), გპირდებით, ჯანმრთელობა და ძალა თუ ხელს შემიწყობს, თუკი ასეთივე ერთსულოვნება და ხალხის მხარდაჭერა მექნება, იმდენ ხანს ვიმუშავებ, რამდენის უფლებასაც მომცემენ,"_აღნიშნა ნაზარბაევმა.
პრეზიდენტის პოსტზე ნაზარბაევის დარჩენის საკითხი გასული წლის ოქტომბერში აქტუალური გახდა. თავდაპირველად პრეზიდენტის მრჩეველმა ერმუჰამეტ ერტისბაევმა განაცხადა, რომ ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში მართავდა, 2012 წლისთვისაც აპირებდა ბედის ცდას. თუმცა პრეზიდენტის მომხრე საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების ჯგუფმა განაცხადა, რომ არჩევნების ნაცვლად რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომლითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება 2020 წლამდე გაგრძელდება. ამ იდეის მომხრეების აზრით, ყაზახეთის ხელისუფალი არჩევნების გამო ქვეყნისთვის მნიშვნელობანი საკითხების გადაწყვეტას არ უნდა მოწყვიტონ.
ამ ინიციატივას მხარი პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა. კერძოდ,_ ნაზარბაევის მეთაურობით მმართველმა პარტიამ და ყაზახი ხალხის ასამბლეამ.
თავის მხრივ, ნაზარბაევმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მან შესწორებებზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავა და განსახილველად საკონსტიტუციო საბჭოს გაუგზავნა.