ხვალ თბილისში ყოველწლიური ტურნირის მსოფლიო თასის გათამაშება იწყება. ტურნირზე დასასწრებად იმყოფება ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტიც მარიო ვიზერიც. დღეს დედაქალაქის მერმა ვიზერს მერიაში უმასპინძლა და შეხვედრა გამართა.
"თითოეული საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარება გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ უფლება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების უფლება. რაშიც ძალიან დიდი მადლობა გაგვიწია ბატონმა ვიზერმა. ამიტომ მე მინდა მას ყველა თბილისელის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო. ეს ტურნირები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ თბილისი მსოფლიო რუკაზე წარმოჩინდეს ისე, რომ მას აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს და მაღალ დონეზე ჩაატაროს ტურნირები"- განაცხადა შეხვედრაზე გიგი უგულავამ.
დღესვე დაგეგმილია ვიზერის შეხვედრა სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან, ასევე პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძესთან. ვიზერი დღესვე დაათვალიერებს თბილისის სპორტულ ინფრასტრუქტურას, საღამოს კი კახეთს ეწვევა და სხვადასხვა სპორტულ ცენტრებს მოინახულებს.
"პირველ რიგში მოგილოცავთ "თბილისი 2015" - ის მასპინძლობას. მე მხარდამჭერი ვიყავი, თბილისს რომ მასპინძლობის უფლება მოეპოვებინა. დღეს დედაქალაქის მერთან გავეცნობი იმ სამუშაოებს, რომელიც მერიამ უნდა ჩაატაროს", - განაცხადა ვიზერმა.