ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა "ჩელსიმ" ცენტრალურ თავდამსხმელ ფერნანდო ტორესში "ლივერპულს" 35 მილიონი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
როგორც "ლივერპულის" წარმომადგენელმა აღნიშნა, "ჩელსის" ტორესის ყიდვა სურდა, მაგრამ "ფეხბურთელი არ იყიდება".
ამასთან, "ჩელსი" არა აპირებს 26 წლის ფეხბურთელში 35 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა. ამ დროს კი ტორესისი ღირებულებად 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი სახელდება.
დღეისთვის "ჩელსის" მთავარ თავდამსხმელად 33 წლის დიდე დროგბა ითვლება და ტორესის შეძენის შემთხვევაში, ვეტერან ფეხბურთელს იგი ჩაანაცვლებდა.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესი "ლივერპულში" 2007 წელს მადრიდის კლუბ "ატლანტიკოდან" გადავიდა. კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და კვირაში 110 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს.
მასალის გამოყენების პირობები