იტალიელი არქიტექტორი მარიო კუჩინელა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ე.წ. მწვანე აეროპორტს ააშენებს, თბილისში იმყოფება. ის ქართველ არქიტექტორებს შეხვდა და მათ საკუთარი ნამუშევრები გააცნო.
"ჩვენ ახალი თაობის შენობებს ვქმნით, რომელიც ენერგიის წარმოქმნასა და აკუმულირებას უწყობს ხელს. გავაკეთეთ პატარა აეროპორტის მაკეტი და მაქსიმალურად ვეცადეთ მიგვესადაგებინა გარემოსთვის", _ აცხადებს იტალიელი არქიტექტორი მარიო კუჩინელა.
ამას გარდა არქიტექტორი კუჩინელა ასევე ესაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას და მასთან ერთად ახალი აეროპორტის პროექტი განიხილა.
"იმედი გვაქვს, რომ მომავალში ძალიან ბევრი მშენებლობა იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ამისკენ მივდივართ და ამ მომენტში ჩვენ ვეცნობით რამდენიმე აეროპორტს არქიტექტორთან ერთად ეს არის ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია, ასევე ზუგდიდის აეროპორტი და ფოთის აეროპორტი. ამ სამ აეროპორტს ვეცნობით და ეტაპობრივად დავიწყებთ მუშაობას", _ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.