დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტზე იმსჯელებენ დღეს საკრებულოს სხდომაზე. დღის წესრიგში 20 მდე საკითხია შესული. დეპუტატები თბილისის სამი ქუჩისათვის სახელის შეცვლაზეც ისაუბრებენ. ანანურის ქუჩას - მიხეილ თუმანიშვილის სახელი ეწოდება, ბორჯომის ქუჩას - მურმან ლებანიძის, ბულაჩაურის ქუჩას კი ანა კალანდაძის სახელი.
საკრებულოს წევრები ასევე განიხილავენ Yთბილისისთვის შემოერთებული ტერიტორიებისათვის სახელების დარქმევის საკითხს.
"დედაქალაქის ბიუჯეტში შედის ცვლილებები, გამგეობების მიერ გაწეული ეკონომიის ხარჯზე. ეს თანხები გადმოვა მერიის შესაბამის სამსახურში, რომლებითაც მოხდება ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრებები.
ხოლო რაც შეეხება ნორმატიულ ფასებს დედაქალაქი გაიყო 180 ქვეზონად და 70 %-ში აქედან მიწის ფასები იქნება გაიაფებული", _ აცხადებს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი.