აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად „ნებისმიერი მექანიზმს დაუჭიროს მხარი. “.
ამის შესახებ მან ხუთშაბათს, ანტალიაში ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეტა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
რუბიომ აღნიშნა, რომ ამ დღეებში მთავარი ყურადღება უკრაინაში მშვიდობიანი შეთანხმებასთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებზეა გამახვილებული.
„ვნახოთ, რა მოხდება ამ მხრივ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი დავინახოთ და ნებისმიერი მექანიზმის, ნებისმიერი პროცესის შემთხვევაში, რომელიც წარმოდგენილი იქნება, ჩვენ მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და ყველანაირად ელი შევუწყოთ კონფლიქტის დასრულებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან დასძინა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის სამხედრო „გადაწყვეტა“ არ არსებობს.
„ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება. და რაც უფრო მალე იქნება მიღწეული შეთანხმება ომის დასრულების შესახებ, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება. საბოლოო ჯამში, ეს არის პრეზიდენტის [ტრამპის] მიზანი“, - თქვა რუბიომ.