საფრანგეთის მოქალაქეს დღეს სამშობლოში გადაასვენებენ. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მოკლული სტეფან კოჰენის ცხედარს 14:00 აეროპორტის ტერმინალში მიასვენებენ.
ამ დროისათვის ცხედარი ისევ ქალაქის პროზექტურაშია დასვენებული, სადაც რამდენიმე ხნის წინ საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომელი მივიდა, თუმცა მან მედიისათვის კომენტარი არ გააკეთა. რეისი პარიზის მიმართულებით 17:00 საათზეა დანიშნული. გადასვენების ხარჯებს საფრანგეთის საელჩო დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ სტეფან კოჰენის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საკუთარ ნომერში მოკლეს.