უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კარგი ნიშანია, რომ რუსეთი „ცეცხლის შეწყვეტაზე დაფიქრდა“.
„ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ რუსები როგორც იქნა ომის დასრულებაზე დაფიქრდნენ. მსოფლიოში ამას დიდი ხანია ყველა ელოდა. და ნებისმიერი ომის დასრულების პირველი ნაბიჯი არის ცეცხლის შეწყვეტა. აზრი არ აქვს მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი.
ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს - ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად იქნება შეხვედრისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ,10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.