სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საფრანგეთის მოქალაქის - სტეფან კოჰის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა. ეჭვმიტანილის თქმით, იგი სტეფან კოჰთან ერთად იყო სასტუროში და კოჰი შელაპარაკების ნიადგაზე მოკლა.
"უცხოელთან ერთად ვიყავი სასტუმროში. მოწევა მომინდა და გარეთ გავედი. უკან რომ დავრუნდი, ცოტა ხნის შემდეგ მოგვივიდა კამათი. ამოვიღე დანა და პირველი დარტყმა ყელში მივაყენე. ის ფოიეში გავარდა, მაგრამ უკან შევათრიე. ცოტა ხანში გარდაიცვალა. მერე ვიღაც კარზე აკაუნებდა. ჩემი აზრით, დაცვა იყო, რომელმაც კარის გაღება მომთხოვა. ვუთხარი ცოტა ხანს დაცადა, ზურგაჩანთაში ფოტოაპარატი, ტელეფონები და ლეპტოპი ჩვადე და ფანჯრიდან გავიქეცი", - აღნიშნა დაკითხვაზე ეჭვმიტანილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საფრანგეთის მოქალაქის - სტეფან კოჰის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავეს.
ბრალდებულმა სასტუმროს ნომრიდან სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი მოიპარა. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ბრალდებული დაკავებული იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და მოპარული ნივთები. გამოძიება მიმიდნარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.