სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში ჩავიდა, რათა დიდ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.
მანამდე ესტონეთმა და ლატვიამ უარი თქვეს ფიცოს თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დათმობაზე.
ამის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი მოსკოვში უფრო გრძელი მარშრუტით - უნგრეთის, რუმინეთის, შავი ზღვისა და საქართველოს გავლით გაფრინდა.
კრემლის ცნობით, მოსკოვში აღლუმში 20-ზე მეტი უცხოელი ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია მოსკოვში ვიზიტი გააუქმეს აზერბაიჯანისა და ლაოსის პრეზიდენტებმა.