რუსეთის საოკუპაციო არმია 8 მაისს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ შეტევას აგრძელებს, რითაც საკუთარ განცხადებებa „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ ფარსად წარმოადგენს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა Х-ზე წერს.
„მე ახლახან ვესაუბრე უკრაინის სამხედრო სარდლობას, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის „სააღლუმო ზავი“ ფარსი აღმოჩნდა.
ჩვენი სამხედრო მონაცემებით, პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსული ძალები ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ შეტევას აგრძელებენ.
შუაღამის შემდეგ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 734-ჯერ დაარღვევოა და 63 თავდასხმის ოპერაცია განახორციელა, რომელთაგან 23 ჯერ კიდევ მიმდინარეობს; ჩვენი ჯარების პოზიციებზე 586 თავდასხმა განხორციელდა, რომელთაგან 464 მძიმე შეიარაღებით; 176 დარტყმა დრონებით; 10 საჰაერო დარტყმა 16 მართვადი საჰაერო ბომბით“, - განაცხადა სიბიჰამ.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ დაბომბვის შესახებ ყველა ინფორმაციას შეერთებული შტატებს, ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს მიაწვდიან.
მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა მზადაა სულ მცირე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.