"ქორთიარდ მარიოტში" მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
როგორც "ჯი-ეჩ-ენს" შსს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, დაკავების შესახებ ოპერატიული მასალა დღესვე გამოქვეყნდება.
"ეჭვმიტანილის დაკავება ცოტა ხნის წინ მოხდა. რამდენიმე საათში გავავრცელებთ ოპერატიულ მასალას", - განმარტა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მოქალაქე სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს. მას რამდენიმე ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.