ინდოეთის მიერ პაკისტანში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა კიდევ 38. იუწყება CNN
ინდოეთის განცხადებით კი, პაკისტანიდან განხორციელებული სროლის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ეს მოხდა ორი კვირის შემდეგ, რაც დელიმ ისლამაბადი ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმების უკან მდგომი მებრძოლების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. იმ დროს 26 ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო.
ინდოეთმა პაკისტანზე თავდასხმა გასულ ღამეს განახორციელა.
„ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „სინდური“ დაიწყეს პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის დაბომბვით, საიდანაც ინდოეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და ხორციელდებოდა“, - განაცხადა ინდოეთის არმიამ.
ინდოეთის ოფიციალური პირების თქმით, სარაკეტო დარტყმები მებრძოლებთან დაკავშირებულ ცხრა სამიზნეს მოხვდა.