6-7 მაისს დრონებით თავდასხმების შემდეგ აეროპორტების დახურვამ სულ მცირე 60 000 მგზავრის გეგმები შეცვალა. პრობლემა შეეხო სულ მცირე 350 რეისს. ამის შესახებ The Moscow Times რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე წერს.
„ეს შეფერხება დომინოს ეფექტით შემდგომ შეფერხებებს გამოიწვევს“, - განაცხადა ასოციაციამდა მოუწოდა მოქალაქეებს, გადაამოწმონ ინფორმაცია თავიანთი რეისების შესახებ.
კერძოდ, მხოლოდ ვნუკოვოში დაახლოებით 50 რეისი გაუქმდა, ხოლო კიდევ 45 ერთ საათზე მეტი ხნით დაგვიანდა.
43 თვითმფრინავი პულკოვოს, მინვოდის, უფის, პერმის, სარატოვისა და სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
შერემეტიევოში დაახლოებით 100 რეისი გაუქმდა და სულ მცირე 50 გადაიდო. დომოდედოვოში 20 ფრენა გაუქმდა, ხოლო ჩამოსვლის 70-ზე მეტი რეისი გადაიდო.
საავიაციო შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ რეგიონებზეც: სოჭის, ყაზანის, კიროვის, ნიჟნეკამსკის, კალუგის, ვოლგოგრადის, სარატოვის, სამარის, ივანოვოს, იაროსლავლის, ტამბოვის და სხვა. ასევე, ცენტრალური რუსეთის 30-ზე მეტ ქალაქში დაფიქსირდა ინტერნეტთან დაკავშირებული შეფერხებები.
რეისების გაუქმებაზე ამ გადადებაზე განაცხადეს კომპანიებმა: „აეროფლოტმა“ „როსიამ’ „პიბედამ“ S7-მა, „ურალის ავიახაზებმა“, Nordwind-მა და Azur Air-მა.
7 მაისს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის გამო, რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ ათობით რეისი გააუქმა.
7 მაისის ღამეს, რუსეთის რამდენიმე რეგიონში დრონებით თავდასხმა თავდაცვის მრეწველობის ობიექტებზე განხორციელდა.