სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს რომ კონკლავის პირველი დღე პაპის არჩევის გარეშე დასრულდა.
ამგვარად, დღეს კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა მარტას სახლში დაბრუნდებიან, სადაც მათი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული.
კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება.სავარაუდოდ, ეს მალე მოხდება, ვინაიდან თანამედროვე ეპოქის კონკლავები, წესისამებრ, 2-3 დღე გრეძელდება. მაგალითად, პაპი ფრანცისკე 2013 წელს კონკლავის მეორე დღეს აირჩიეს.
კარდინალების გადაყვანა სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის ხდება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით.
კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და გაზეთებზე.
კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს.