საგანმანათლებლო ცენტრ "სხივის" წარმომადგენელი მაია შველიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ადასტურებს, რომ მათაივანზე უცხო პირი ნამდვილად იმყოფებოდა.
"ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ დაზიანებულია აივნიდან ერთ-ერთ ოთახში შესასვლელი კარის საკეტი. წაღებულია მხოლოდ ერთი ფარდა. დანარჩენი ნივთები კი დაკარგული არ არის. სავარაუდოდ, უცხო პიროვნება, ჩვენს აივანზე მხოლოდ ფარდის წასაღებად არის გადმოსული", - განაცხადა შველიძემ.
მისივე თქმით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და აივნის დათვალიერება მოხდა.
"როგორც ჩანს, დამნაშავე ჩვენს აივანზე ქუჩიდან მოხვდა და არა კარიდან, რადგან სავარაუდოა, რომ სხვა ოთახებში შესულიც კი არ არის", - დასძინა "სხივის" წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" წუხელ მკვლელობა მოხდა. დაღუპული საფრანგეთის მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი შემთხვევის ადგილიდან (სასტუმროს მესამე სართული) "სხივის" აივანზე გადაძვრა (რადგან ორ შენობას საერთო კედელი აქვს) და შემდეგ ფარდის საშუალებით მეორე სართულიდან გ.ლეონიძის ქუჩაზე გადავიდა.