ქრთამის მიცემის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ინდმეწარმე „ბესიკ თითმერიას" ბუღალტერი   მარი სარაპიანი.
გამოძიებით დადგენილია, რომ მარი სარაპიანმა  საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ერთ-ერთ ინსპექტორ-გამომძიებელს ინდ.მეწარმე „ბესიკ თითმერიას" ბუღალტერიის შავი ჩანაწერების რვეულების უკანონოდ დაბრუნებისა და გამოცვლის სანაცვლოდ  ქრთამის სახით გადასცა ხუთი ათასი  ლარი.
სამართალდამცველებმა მ.სარაპიანი უშუალოდ ქრთამის გადაცემის ფაქტზე დააკავეს .
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.