სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მოკლული უცხოელი ფრანგული კომპანია " SISTRA"-ს წარმომადგენელი სტეფან კოჰენია.
იგი თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, რადგან, თბილისის მერიასთან ერთად, აღნიშნული კომპანია სატრანსპორტო მარშუტების შემუშავებაზე პროექტს ახორციელებდა.
პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", 24 იანვარს, ორშაბათს, გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, ინციდენტს სამართალდამცველები უკვე იძიებენ.
"საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას გულისხმობს. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით", - განმარტა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქორთიარდ მარიოტში" საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს. მკვლელობა სასტუმროს ნომერში მოხდა.