საფრანგეთის მოქალაქის მკვლელი, ინციდენტის შემდეგ, სავარაუდოდ, "ქორთიარდ მარიოტის" ცენტრალური გასასვლელიდან არ გასულა.
გამოძიების სავარაუდო ვერსიით, მკვლელი სასტუმროს უკანა ეზოში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გ. ლეონიძის ქუჩაზე უნდა გასულიყო.
აღნიშნულის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ სასტუმროს უკანა ეზოში მდებარე კორპუსის მეორე სართულის აივანზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზეწარი იქნა აღმოჩენილი, რომლის მეშვეობითაც მკვლელი, სავარაუდოდ, შენობიდან უნდა ჩასულიყო.
შეგახსენებთ, რომ სასტუმროში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე _ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
მოკლულია საფრანგეთის მოქალაქე, 40 წლამდე მამაკაცი, რომლის ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება.