საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის საელჩო კომენტარს არ აკეთებს.
"ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. გამოძიება მიმდინარეობს და მისი მიმდინარეობის შესაბამისად გადაწყდება, გაკეთდება თუ არა რაიმე განცხადება მოგვიანებით მაინც", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. "ქორთიარდ მარიოტში" საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს. მკვლელობა სასტუმროს ნომერში მოხდა.