სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მოკლული უცხოელი საფრანგეთის მოქალაქეა.
მომხდარის შესახებ ოფიციალურ კომენტარს საქართველოს შსს-ში ამ ეტაპზე არ აკეთებენ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი გარდაცვლილის ახლო ნაცნობი უნდა ყოფილიყო.
გამოძიება აღნიშნულ ვერსიას იმის გამო ამუშავებს, რომ ინციდენტი სასტუმროს ნომერში მოხდა. სასტუმროს შიდაგანაწესით კი, ნომერში ვერავინ მოხვდება, თუკი იქ შესვლის სურვილი თავად სტუმარმა არ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმროში მკვლელობა გამთენიისას მოხდა.
გარდაცვლილი 40 წლამდე უცხოელი პროზექტურაშია გადასვენებული.