სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" უცხოელი მოკლული იპოვეს. მოკლული სასტუმროდან თბილისის მთავრ პროზექტურაში გადაასვენეს.
წინასწარი ინფორმაციით, სასტუმროში გარდაცვლილს შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც იგი მოკლეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორც მოკლულის, ასევე დამანაშავების ვინაობა.
ამ წუთებში მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სავარაუდოდ უცხოელი დანით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტი სასტუმროში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა გადაიღო.