დღეს მაქვს სასამართლო, არ ველოდები სამართალს... ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ. ვიცი, რომ ჩემს გვერდით არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ბაშაძე აცხადებს.
ეს არის ბრძოლა ქვეყნისთვის, საქართველო აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც სასამართლო და პოლიცია ემსახურება ხალხს და არა ოლიგარქს - გოირგი ვაშაძე
"დღეს, 23 აპრილს, 16:00-ზე მაქვს სასამართლო. არ ველოდები სამართალს, ეს არის ივანიშვილის პირადი სცენა, სადაც მოსამართლეები მისი მსახურები არიან.
მათი მიზანია დანერგონ შიში. შიშით უნდათ მართონ ქვეყანა. მაგრამ უკვე გვიანია, საქართველოს ვეღარ დააჩოქებთ!
ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ. ვიცი, რომ ჩემს გვერდით არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი.
ეს არ არის ჩემი პირადი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნისთვის და ვინც ამ ბრძოლაში დგას, ის უსამართლობას არ ეგუება.
მათ დაავიწყდათ მთავარი, თავისუფალი ადამიანი არ უშინდება უსამართლობას - ის ებრძვის მას.
მე ვიცი რისთვის ვიბრძვი. საქართველო აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც სასამართლო და პოლიცია ემსახურება ხალხს და არა ოლიგარქს;
სადაც, ახალგაზრდებს არ უწევთ სამშობლოს დატოვება, რჩებიან და აშენებენ საკუთარ ქვეყანას;
სადაც, კანონი იცავს მოქალაქეს და არა რეჟიმს.
საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული, დაცული და ღირსეული ქვეყანა იმიტომ რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ!" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.