უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, შექმნას „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის“ შთაბეჭდილება, ფრონტზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ზელენსკინ Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ანგარიშისმოსმენის შემდეგ დაწერა.
სირსკის მოხსენების თანახმად 6:00 საათისთვის, რუსულმა შენაერთებმა განახორციელეს 59 დაბომბვა და 5 თავდასხმა ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით.
„ჩვენი ჯარისკაცები ყველგან პასუხობენ ისე, როგორც იმსახურებს მტერი კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა სარკისებურად გააგრძელებს მოქმედებას.
გუშინ, 18:00 საათიდან დღეს 00:00 საათამდე, რუსული არმიის მიერ განხორციელდა 387 დაბომბვა და 19 თავდასხმა. რუსებმა დრონები 290-ჯერ გამოიყენეს.
საერთო ჯამში, აღდგომის დილიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის ზოგადი შთაბეჭდილება, მაგრამ ზოგჯერ უარს არ ამბობს წინსვლის ინდივიდუალურ მცდელობებსა და უკრაინისთვის ზიანის მიყენებაზე. რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები“. რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის წინადადება 20 აპრილს, კვირას, 24:00 საათის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ ძალაში რჩება და ქვეყანა ფრონტზე რეალური სიტუაციის შესაბამისად უპასუხებს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა "სააღდგომო ზავი", რომელიც მისი თქმით, ითვალისწინებს ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტას უკრაინაში 19 აპრილის საღამოდან 21 აპრილის შუაღამემდე. თუმცა უკრაინელი სამხედროების თქმით, თითქმის არც ერთი მიმართულებით არ უგრძვნიათ რუსეთის დაპირებული „სააღდგომ ზავი“.
„უკრაინის ცაში „შაჰედები“ მოწმობს რუსეთის დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ”, - განაცხადა ზელენსკიმ.