შეერთებული შტატები სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში განიხილავს ყირიმზე რუსეთის კონტროლის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იწუყება.
წყაროების ცნობით, აშშ-ის შესაძლო დათმობა არის უახლესი სიგნალი პრეზიდენტ ტრამპის სურვილისა, სწრაფად დაამყაროს სამშვიდობო შეთანხმებები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადეს, რომ მზად არიან დაასრულონ შუამავლობა, თუ მოლაპარაკებები სწრაფ პროგრესს არ მიაღწევს.
„ამან შეიძლება შეარყიოს საერთაშორისო კანონები და შეთანხმებები, რომლებიც კრძალავს ტერიტორიების ძალის გამოყენებით მიტაცებას“, აღნიშნავს Bloomberg.
კრემლისთვის ასეთი შეთანხმება სტრატეგიული გამარჯვება იქნება. რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი წლებია ცდილობს ყირიმის ანექსიის საერთაშორისო აღიარებას, რომელსაც მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა უკანონოდ მიიჩნევს.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, ეს წინადადება ჯერ არ არის საბოლოო და საჭიროებს შემდგომ კონსულტაციებს კიევთან. აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას.
"მოლაპარაკებები უშედეგო იქნება, თუ კრემლი არ დათანხმდება ბრძოლის შეწყვეტას. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი შეთანხმების განუყოფელი ნაწილია", - აცხადებენ სააგენტოს წყაროები.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პარიზის მოლაპარაკებები ასევე ეყრდნობოდა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მცდელობებს უკრაინაში ომისშემდგომი „დამშვიდების ძალების“ ჩამოყალიბებისთვის, ისევე როგორც კიევის შეიარაღებული ძალებისთვის საკმარისი რესურსებითა და პირადი შემადგენლობით უზრუნველყოფის გეგმები, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების პაკეტით იქნება გათვალისწინებული.
პარიზსა და ლონდონში იმედოვნებენ, რომ ასეთი ინიციატივა აჩვენებს ევროპის სერიოზულობას უკრაინის მხარდაჭერაში და დაარწმუნებს ტრამპს, მხარი დაუჭიროს გარანტიებს.