დღეს, 27 იანვარს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო უზრუნველყოფის ოფიცრების შესარჩევი კონკურსის I ეტაპი.
ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველები ტესტირებას ზოგად უნარ-ჩვევებში გაივლიან.
ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კანდიდატები იუსტიციის სასწავლო ცენტრში სპეციალურ მომზადებას გაივლიან და აღსრულების ბიუროში ვაკანტურ პოზიციებზე დაინიშნებიან.