18 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა ხარკოვზე ოთხი ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი იუწყება.
მისი ინფორმაციით, თავდასხმისთვის გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები კასეტური ქობინით, ხოლო განადგურების არეალი ძალიან დიდი იყო. ტერეხოვის თანახმად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 54 დაშავდა.
მერის თქმით, ღამით ხარკოვში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 30-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა.
თავის მხრივ, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განმარტა, რომ დარტყმები ასევე განხორციელდა ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ოსნოვიანის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე
"ამ დროისთვის ქალაქის საავადმყოფოებში 13 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის ორი ბავშვია. ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ექიმები დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარებას უწევენ", - წერს ის.