საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში მოლაპარაკებებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს უმასპინძლა.
ელისეს სასახლეში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო და საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.
შეხვედრაზე განიხილეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის დასრულებას უკრაინაში, ასევე, "მსურველთა კოალიციის" მუშაობა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მიიწვია დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ბრიტანეთის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონათან პაუელი.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ტარიფები ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.