პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, პირველივე დღიდან მონაწილეობენ კოორდინაციის ფორმატში და თანამშრომლობას განაგრძობენ.
„ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მათ შორის, პირველ რიგში, სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით ქვეყნის ევროპული მომავლის აღსადგენად. ამ მიზნების მისაღწევად პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში და ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, – ნათქვამია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.