გასულ ღამეს დნიპროზე რუსული დრონებით მასირებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ Telegram-ზე დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი წერს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი.
ლისაკის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში 16 პაციენტი იმყოფება, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ლისაკი აღნიშნავს, ქალაქში ათამდე საცხოვრებელი კორპუსი და ამდენივე კერძო სახლი დაზიანდა.
დაზიანებულია სახლები, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, სასწავლო დაწესებულება და საკვების გადამამუშავებელი ქარხნის შენობები, ასევე მანქანები.
დრონებით შეტევამ ქალაქში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია. ახლა ისინი ყველა ლიკვიდირებულია.
ლ;ისაკის ცნობით, დნიპროპეტროვსკის რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 დრონი გაანადგურეს.