აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ახალი სანქციების ქვეშ მოექცევა რამდენიმე ირანული კომპანია და გემი, რომლებიც მონაწილეობენ ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდებაში.
„შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს Shandong Shengxing Chemical Co, Ltd-ის, ჩინეთში მდებარე მცირე დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ირანული ნავთობის შესყიდვისთვის. ირანი რადგან ცდილობს, ნავთობის გაყიდვით მიიღოს შემოსავალი თავისი დესტაბილიზაციური საქმიანობის დასაფინანსებლად, შეერთებული შტატები პასუხისგებაში მისცემს როგორც ირანს, ასევე ყველა მის პარტნიორს, რომლებიც სანქციებს თავს არიდებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.