უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
ამრიგად, რეჟიმი 9 მაისიდან 6 აგვისტომდე გაგრძელდა.
საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 357-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი, დეპუტატი ოლექსიი გონჩარენკო იყო.
კანონპროექტი უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინა დღით, 15 აპრილს წარუდგინა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის რადამ უკვე მეთხუთმეტედ უყარა კენჭი საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას.