საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე ინტენსიური ქვისცვენის გამო, აღნიშნული გზის კმ8-კმ12 მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.