ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ეწვია.
რუტემ ხაზი გაუსვა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერას და პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
„უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრი განიცადა - არა მხოლოდ რუსეთის შეტევა სუმზე ბზობის კვირას. ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა დღეს და შეაჩეროს მომავალი აგრესია, უზრუნველყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს რუტე X-ზე.
თავის მხრივ, ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ რუტესთან ერთად მან მოინახულა საავადმყოფო, სადაც უკრაინელი სამხედროები მკურნალობენ. მან ვიზიტისამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
"ჩვენ ვესაუბრეთ ჯარისკაცებს. დამცველები დავაჯილდოვე სახელმწიფო ჯილდოებით. მადლობა ბიჭებს ძალისთვის, გამძლეობისთვის, ჩვენი ხალხის დაცვისთვის", - წერს ზელენსკი.