თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი "მეგობარი აქტის”გადასაფარად იყო შემოგდებული, - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე წერს.
"თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი მეგობარი აქტის”გადასაფარად იყო შემოგდებული.
უფრო მეტიც, ვეუბნებოდი “ქართულ ოცნებას” მიდით, გაგვაუქმეთ თუ მაგრები ხართ - მეთქი.
განა არ უნდათ რომ მარტო თვითონ იყვნენ, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ კიდევ უფრო დაიმძიმონ თავიანთი ისედაც გამოუვალი და ჩიხური ვითარება.
ნუ მიედ-მოედებით აქეთ-იქით, ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა:
1. დანიშნოთ ახალი არჩევნები
2. გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები.
თუ მართლა არ გეშინიათ, მოუსმინეთ ქართველ ხალხს და დროულად გადადგით ეს ნაბიჯი", - წერს გიორგი ვაშაძე.