ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას რაიმე აქტივები აქვს საფრანგეთში, ზომები უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომელიც ამდენი დღეა ქუჩაში საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით ხელში აპროტესტებებენ. ისინი აჩვენებენ სად დგანან ამ ომში, ისინი არ დგანან რუსეთის გვერდით, ისინი რუსეთთან პერსპექტივას ვერ ხედავენ, ივანშვილის რეჟიმისგან განსხვავებით. ახლა რა უნდა გავაკეთოთ. შტატების კონგრესში უკვე მომზადებულია ორპარტიული დოკუმენტი, ასევე ბრიტანელებმაც მიიღებს ზომები და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც ინდივიდუალურად. ვიმეორებ, რომ ორბანი ბლოკავს სანქციებს, ამიტომ ევროკაშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა დანარჩენ სახელმწიფოებთან ერთად უნდა მოადინონ კოორდინაცია, რომ მიიღონ დამატებითი ზომები რეჟიმის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ ვცდები ის საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ", - განაცხადა გალერიმ.