მე არ ვუწოდებ [მას მოქმედ პრეზიდენტს] და ამით კი არ ვაკნინებ, არამედ ვაძლიერებ. ასუსტებს ყველა ის ადამიანი, რომელიც მას საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს, - ამის შესახებკოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი არის, ამ ეტაპზე, ამ ქვეყანაში, ამ მოცემულ პერიოდში, ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ანუ ყოფილი პრეზიდენტი, მართლაც. ანუ მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მე არ ვუწოდებ [მას მოქმედ პრეზიდენტს] და ამით კი არ ვაკნინებ, არამედ ვაძლიერებ. ასუსტებს ყველა ის ადამიანი, რომელიც მას საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს. არალეგიტიმური პრეზიდენტია ყაველაშვილი.
ამ ქვეყანაში არის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მესამე პრეზიდენტი იქ, სადაც არ უნდა იჯდეს და მეოთხე პრეზიდენტიც, ჰო? ანუ, ყველამ თავისი ფუნქცია უნდა გამონახოს და ყველა თავის როლს თამაშობს, თუმცა ამ "პრეზიდენტობანას" თამაშში მე არ შევიდოდი. გულწრფელად გეუბნებით და ამით მე არ ვაკნინებ. არ შეგიძლიათ, მე თქვენ დამარქვათ იმპერატორი, არ შეიძლება დამარქვათ ის, რაც არ ვარ.
ხელშეწყობის გარდა ჩემგან არაფერი არ ჰქონია ქალბატონ ზურაბიშვილს და არც ექნება მომავალში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის უხერხულ პროცესში უნდა შევიდე, რისიც არ მჯერა და სიყალბის ნატამალი არ უნდა ჰქონდეს. როდესაც შენ გაქვს ამბიცია იმისა, რომ იყო ლიდერი, პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთო“, - განაცხადა ნიკა მელია.