პოლიტიკური ტყვეების უპირობო გათავისუფლებას და ახალ სამართლიან არჩევნებს უკვე 100 დღეზე მეტია, ფეხმოუცვლელად, უწყვეტად ითხოვენ საქართველოს მოქალაქეები, დღეს სტრასბურგში გამოჩნდება „ქართული ოცნება“ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, თუ რუსეთისას“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ხმა კი არ გაიგონოს და მათი დაკვეთა შეასრულოს ახალი არჩევნების ჩანიშვნის სახით, არამედ გადაწყვიტოს, რომ საერთოდ ტოვებს ევროსაბჭოს. ეს იქნება რუსული კალკის გაგრძელება, რადგან ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც თავის დროზე გადადგა რუსეთმა და ამის ძალიან მძიმე შედეგები არის თვალსაჩინო და ნათელი. მათ შეიძლება, ეგონოთ, რომ აქვთ ძალა, დატოვონ ევროსაბჭოს ფორმატი, შესაძლოა ფიქრობენ, რომ ამ ნაწილშიც გაიმეორონ ის გზა, რაც რუსეთმა გაიარა, მაგრამ დარწმუნებით მინდა, ვუთხრა, საერთოდ რომ დატოვონ ყველა საერთაშორისო ფორმატი და აკრძალონ ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, ისე თავისუფალი აზრი, დარწმუნებით შემიძლია, ვუთხრა, რომ მთელი ამ ქვეყნის ისტორია არის დასტური იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება საოკუპაციო რეჟიმის ბატონობას. დღის წესრიგში დგას ერთადერთი საკითხი, რომელიც ახლა იხილება სტრასბურგში, შეისმენს თუ არა „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ხმას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.