ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ავრცელებს.
ჟურნალისტი წერს, რომ სენატორმა შაჰინმა იმედგაცრუება გამოხატა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინურ კომპანიისთვის გადაცემის შესახებ.
„ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ის [ქართული ოცნება] აპირებს ჩინურ კომპანიას გადასცეს პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს ის საკითხია, რომელზეც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ამ შესაძლებლობის გაქრობის ხილვა", - აცხადებს სენატორი შაჰინი.