საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ბორის ვოდზს შეხვდა.
შეხვედრა ბორის ვოდზის თხოვნით გაიმართა.
შეხვედრის დროს მხარეებმა ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის ჟან-ლუი ლორანის საქართველოში ვიზიტის დეტალები განიხილეს.