ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლების საკითხში საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ჩაერთვებიან.
ამის შესახებ დრეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხში აქტიურ ჩართვას ევროკავშირიც გეგმავს.
"პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლა სარკოზის და ჯოზეფ ბაიდენს და მათ განაცხადეს. პრეზიდენტ სარკოზის დავალებით მოხდა დაკავეშირება პრემიერ პუტინთან, სწორედ იმ მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული ბავების გათავისუფლება. პროცესში მნიშვნელოვნად არის ჩართული ევროკავშირიც", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.